“ქართულმა ოცნებამ” გურჯაანში მერობის კანდიდატად გიორგი მაჭავარიანი წარადგინა.

“ჩემი, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის, დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ ერთხელ ვიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.
მინდა „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემ გურჯაანს და გურჯაანელებს, განვახორციელო ყველა ის იდეა და პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ 2 წლის განმავლობაში ვერ მოვასწარი.
დარწმუნებული ვარ, 4 წლის თავზე ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი იქნება კიდევ უფრო განვითარებული, გალამაზებული, მოწესრიგებული.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის, ერთად დგომისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და წინსვლისთვის. გამარჯვება გარდაუვალია, რადგან „ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ზრუნავს ხალხზე და რომლისთვისაც პრიორიტეტი არის საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები,” – განაცხადა გურჯანიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა.