წინანდალში დასრულებული გზის რეაბილიტაციას, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, დასრულდა N11 ქუჩისა და მიმდებარე შესახვევის რეაბილიტაცია.
შესრულებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის 845 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულებამ შეადგინა 570 000 ლარი.