პროექტი „SMART კახეთი“ კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, საგარეჯოში, ლაგოდეხსა და ყვარელში განხორციელდება.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, “SMART კახეთი“ არის რეგიონული ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია ტექნოპარკებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიების (ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი, ლაგოდეხი) ერთობლივი თანამშრომლობით კახეთის რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრა ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით.
რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/ekC2fY