თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 19-26 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:
ელისო ვირსალაძე
ვერიკო ჭუმბურიძე
დავით ხრიკული
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
საქართველოს სინფონიეტა
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
დირიჟორი არიელ ცუკერმანი
კონცერტების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://biletebi.ge/…/org-telavi-international-music…
მუსიკალური საღამოების პარალელურად, თელავში გაიმართება სხვა და სხვა საფესტივალო ღონისძიება, რომელზეც დასწრება თავისუფალია
საუბრები მუსიკაზე / შეხვედრა მარინა ჩიხლაძესთან
პროგრამა “მუსიკა+”
ანა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“
ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ბლეზი“
შეხვედრა ლევან გაბრიაძესთან და ფილმი „ჰარი-ჰარალე დედაო!“
ლანა ღოღობერიძის ფილმი „დედა-შვილი… ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“
მასტერკლასები / გიორგი ქობულაშვილი – ჰობოი /
ელისო ვირსალაძე – ფორტეპიანო / სერგეი ვორონოვი – ფორტეპიანო
გაეცანით ფესტივალის სრულ პროგრამას https://www.facebook.com/share/p/1GstFyvPHs/
ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
ფესტივალის პარტნიორია: მაგთიკომი.