ვაჟა მაღრაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ.

განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ცოდნისა და ახალი აღმოჩენების სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

გისურვებთ, თითოეული სასწავლო დღე ახალი შესაძლებლობების, მეგობრობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს!“ – თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე