ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობლებს, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს გადადგამთ წარმატებული ცხოვრების დასაწყისისაკენ.
მჯერა, ახალი სასწავლო წელი იქნება ბევრი საინტერესო სიახლითა და გამოწვევით სავსე, რომელშიც თქვენს ნიჭს, ენერგიასა და ენთუზიაზმს არ დაიშურებთ.
გისურვებთ უამრავ წარმატებას!“ – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი