პლატონ კალმახელიძე მუნიპალიტეტების მერებსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და დირექტორის მოადგილე ვანო ბეგაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში ნარჩენების სისტემის ეფექტური  მართვის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე და მათი უმოკლეს ვადებში გადაჭრის აუცილებლობაზე.

რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.