ყვარელში თანამედროვე საფეხბურთო სავარჯიშო სივრცე იქმნება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – დასრულებულია ტექნიკური შენობის ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონის მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ სპორტსმენებს თანამედროვე სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ყველა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურა დახვდება.
თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები ეტაპობრივად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შენდება იმისთის, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი სპორტული გარემო საკუთარ მუნიციპალიტეტებში ჰქონდეთ.