თელავში, 1 აგვისტოს, მუსიკალური ღონისძიება – „ზაფხულის დღეები 2026“ გაიმართება.

თელავში, 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, გაიმართება მუსიკალური ღონისძიება – „ზაფხულის დღეები 2026.“
“გიწვევთ თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე – „ზაფხულის დღეები 2026.“ თქვენს წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის მომღერლები. ღონისძიება დაიწყება 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია!” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.