თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
სოფელ ნაფარეულში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი იგება გზის 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს.