ყვარლის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარედ იასე უძილაური აირჩია.
“თავმჯდომარის არჩევა განხორციელდა საბჭოს წევრთა მიერ, ფარული კენჭისყრით, დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად.
ვულოცავთ იასე უძილაურს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალი მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ინიციატივის განხორციელებას.
გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ყვარლის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო აქტიურად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი ინტერესების წარმოჩენასა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებას,” – ყვარლის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.