ახმეტის კულტურის სახლში, თუში პოეტის იოსებ ლონგიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამართულ შემოქმედებით ღონისძიებას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
იოსებ ლონგიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პოეტის შემოქმედებას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ლექსი, მათ შორის ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ლექსი “შატილის ასული.”
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი, პოეტის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.