თელავში, გართობისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი,” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, გაიმართა ანიმატორების, ზღაპრის გმირებისა და დიჯეების მონაწილეობით წარმოდგენები, ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობა და თამაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მერის მოადგილეებთან ერთად, დაესწრო და პატარებს მიულოცა დღესასწაული.
საზეიმო პროგრამა დასრულდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.