ყვარელში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დღეს, ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესრულდა ადგილობრივი საესტრადო და ქორეოგრაფიული ანსამბლების მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ქანდაურიშვილი.