დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნინოობას აღნიშნავს.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ნინოობას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან, მერის პირველ მოადგილე დავით დურგლიშვილთან და მრევლთან ერთად ბოდბეში დაესწრო საზეიმო წირვას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წირვა ჩაატარა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად.