თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი.
სააღდგომო ფესტივალს დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
ფესტივალში მონაწილეობდა ვირტუოზული ტრიო “Vecando” შემდეგი შემადგენლობით – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), დორუქჰან დორუკი (ჩელო) და ჟან ჭაკმური (ფორტეპიანო).
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თელავში ჩატარდა მეცხრედ.