თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან ასევე შეიკრიბნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით მიიღებენ 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები-1000 ლარს.