ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, ქართული პოეზიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი,“ ხოლო მხარდამჭერი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, პოეზიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მხარდაჭერისთვის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლებით დააჯილდოვა – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა(ა)იპ „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორი მაია ზარდიაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი, დავით ქანდაურიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, ქართველი და უცხოელი პოეტები, ადგილობრივი მოსახლეობა.