მეფე ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია სახელწოდებით „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები – ნარატივი და ისტორიული რეალობა,“ გაიმართა მეფე ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეცნიერო კონფერენციზე, რომელიც გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მომხსენებლებმა წარადგინეს ერეკლე მეორის შესახებ ახალი ისტორიული ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.
კონფერენციის ბოლოს, მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით მიიღეს სამეცნიერო რეზოლუცია.