5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით კახეთის რეგიონში, მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
სიღნაღი
• 5 ოქტომბერი – არქიმედეს პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია (მისამართი: წნორი, ბაგრატიონის 12);
ლაგოდეხი
• 6 ოქტომბერი – არქიმედეს პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია (მისამართი: ლაგოდეხი 9 აპრილის ქუჩა 48);
ყვარელი
• 7 ოქტომბერი – სს საქართველოს კლინიკების ყვარლის კლინიკის ეზო (მისამართი: ყვარელი, ჭავჭავაძია ქუჩა 3ა);
თელავი
• 8 ოქტომბერი – თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეზო (მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქუჩა 2, მედქალაქის ტერიტორია);
ახმეტა, დუისი
• 9 ოქტომბერი – დუისის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ეზო;
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (პირდაპირ და ირიბ პროექციაში), შედეგების ორი დამოუკიდებელი რადიოლოგის მიერ შეფასებას და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 30-60 წლის ასაკის ქალებისთვის;
B ჰეპატიტის (HBV), C ჰეპატიტის (HCV) და აივ ინფექცია/შიდსის (HIV/AIDS) სკრინინგი;
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
მიღება იწარმოებს ცოცხალი რიგის საშუალებით. გთხოვთ, მობრძანდეთ და ისარგებლოთ უფასო სამედიცინო სერვისებით 10:00-დან 18:00 საათამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!