31 დეკემბერს, ქალაქ ყვარლის ცენტრალურ მოედანზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, საახალწლო კონცერტი გაიმართება!
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს პროგრამას, რომელიც 31 დეკემბრის საღამოს იქნება წარმოდგენილი.
21:00 – ღონისძიების გახსნა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, ილია მზექალაშვილის საახალწლო მილოცვა;
21:00-23:00 – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით: ფოლკლორული ანსამბლი „ხეურო,“ ანსამბლი „ნანინა,“ ტრიო „თოლია;“
23:00 – ფოიერვერკი, ფოლკლორულ ანსამბლ „ხეუროს” მიერ შესრულდება – ,,მრავალჟამიერი.”
“გელოდებით ყველას, ერთად ვიზეიმოთ ახალი, 2026 წლის შემობრძანება!” – ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.