26 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

26 მაისს, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში, პატივს მიაგებენ ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას.
14 საათზე, ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართება ღონისძიება ადგილობრივი საესტრადო, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.