“შეხვედრები გვაძლევს რეალურ სურათს, თუ რა აღელვებს მოსახლეობას,” – გიორგი მაჭავარიანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან შეხვედრის დროს არერთი მნიშვნელობანი საკითხი გამოიკვეთა.
“ქალაქ გურჯაანში კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა ადგილობრივებთან. მოსახლეობასთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია, მათგან წამოსული კითხვები და ინიციატივები – განათლების, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ასეთი შეხვედრები გვაძლევს რეალურ სურათს, რაც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აღელვებთ. შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება, ყველა ქუჩაზე და სოფელში მივალთ და უშუალოდ მოვისმენთ მოსახლეობის საჭიროებებს,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.