თელავში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, პირადად მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოუცხდა მოქალაქეებს.
“ყვარელი თელავის მხარდასაჭერად!
ჩვენი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თელავის თვითმმართველობასა და თითოეულ მოქალაქეს სტიქიასთან ბრძოლაში.
ამ გამოწვევას მხოლოდ ერთიანობით დავძლევთ!” – აღნიშნავს ილია მზექალაშვილი.