ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალშვილი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას დაესწრო.

ყვარელში, მთავარი ნაძვის ხის გახსნის ღონისძიებას პირადად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი.
“ყვარელში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ ავანთეთ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრებთან დავით მათიკაშვილთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად დავესწარი.
საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, ყვარელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პატარა სტუმრები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა, ასევე გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ჯაზ ტრიო, მაია ბარათაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბენდი „ნალი,” ზაზა მარჯანიშვილი და ოჩოს ქოხი.
კონცერტს მაია ბარათაშვილი უძღვებოდა, ხოლო საახალწლო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.