ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე მათთან ერთად იმსჯელა.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ქალაქ ყვარლის მოსახლეობასთან. ადგილობრივებთან ერთად ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გამოწვევები, რაც ამ დროისთვის გვაქვს, ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში გადაიჭრას,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.