ყვარლის კულტურის სახლში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა.

ყვარლის კულტურის სახლში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ანსამბლმა „ილიელი.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ანსამბლ „დიდგორის“ პროექტის – „ჩემო კარგო ქვეყანავ – კახეთის“ ფარგლებში, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის როგორც ცნობილი, ასევე მივიწყებული ხალხური სიმღერები.