ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო დასმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მათიკაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, წარადგინა კომედიური ჟანრის ვოდევილის პრემიერა – „როცა იხსნება თეატრის ფარდა.“
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი, დავით ქანდაურიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ პიესის ავტორია ვასილ ნიკოლაძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი.