ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი მეწარმეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტებმა, ქეთევან მიქაძემ და ლანა კბილაშვილმა დამსწრე საზოგადოებას „აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრში რეგიონის მეწარმეებს საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში 95%-მდე თანადაფინანსების მიღებისა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნულ სერვისებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰაბში შეუძლია, მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი პროექტების შესახებ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო სექტორულ შეხვედრებსაც, სადაც მეწარმეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და ინფორმაციას არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.