საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.