ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
განახლებულ შენობაში განთავსებულია მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, ეზოში კი მოწყობილია სათამაშო მოედანი.
სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ყარაჯალის სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა.