თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის EURO 2026 მიმდინარეობს.

სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF EURO 2026-ის პირველობაზე საქართველოსა და კოსოვოს შორის გამართულ მატჩს დაესწრო.
თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის EURO 2026 (Men’s 18 EHF Championship II 2026) მიმდინარეობს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხე მატჩში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 35:30 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა, მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა, მესამე მატჩში კი კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 29:19 დაამარცხა.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობენ. კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში იმართება.