თელავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ აანთო.
საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, თელავში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების განმავლობაში ადგილზე მოსულ პატარა სტუმრებს თოვლის პაპამ საჩუქრები გადასცა.
საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა, მსმენელის წინაშე ცნობილი, ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ.
საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.