მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავში, „ერეკლეობის“ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს 2025 წლის „საპატიო თელაველები:”
• ისტორიკოსი, დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზაურ გუმაშვილი;
• პოეტი ნოდარ იაგორაშვილი;
• ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი (გივი) იუკურიძე;
• ექიმი-უროლოგი ნოდარ უჯმაჯურიძე;
•კარდიოლოგ-თერაპევტი ნინო ფურცელაძე;
• თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნონა ხუმარაშვილი.
თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი გადაეცათ ადამიანებს, რომელთა მოღვაწეობამ, პროფესიონალიზმმა, ცხოვრების წესმა, თავდაუზოგავმა შრომამ და პატრიოტიზმმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშობლიური ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, მის პოპულარიზაციაში და განვითარებაში. ისინი ახალ თაობას აძლევენ მაგალითს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი კუთხე, ქალაქი და მუნიციპალიტეტი.
საპატიო თელაველების წარდგენა „ერეკლეობის“ დღის ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.