თელავის სპორტის სასახლეში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას კახეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
18 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში 6 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.
ჩემპიონატის დახურვის ცერემონია 9 აგვისტოს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ თელავის სპორტის სასახლე ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.