თელავის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

თელავის მუნიციპალიტეტში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სოფელ ლალისყურში, წისქვილის უბანში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება განხორციელდება გზის 567 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 477 000 ლარს.