თელავის მერიის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სოფლების: ქვემო ხოდაშნის, წინანდლისა და კონდოლის მოსახლეობას შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმსჯელეს დასახლებებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, შეაჯამეს პრიორიტეტები და ერთობლივი გადაწყვეტილებით განსაზღვრეს ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც მიმდინარე წელს დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ჯამში 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსებით მონაწილეობს. შედეგად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.