თელაველ მოტოსპორტსმენს მოტოსპორტში საქართველოს ჩემპიონის ტიტული გადაეცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მოტოსპორტის ეროვნული ფედერაციის 2025 წლის გალა დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული გადაეცა თელაველ მოტოსპორტსმენს, „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ წევრს – ნიკა დოლმაზაშვილს.
ასევე, საქართველოს ჩემპიონის ტიტულით დაჯილდოვდა თელაველი მოტოსპორტსმენი, „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ მოტომრბოლელი – ელდარ ჯოხარიძე.
“საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ წარმომადგენელმა – ნოდარ (ბუბა) ტიღაშვილმა.
ვულოცავთ სპორტსმენებს მიღწეულ გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ,” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქყვეყნებულ ინფორმაციაში.