დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ბენაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა.
“მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ელიზა დარჩიაშვილს (ჯიმითის საჯარო სკოლა), ნინო სამადაშვილს ( ბაკურციხის საჯარო სკოლა), ვალიდა კანაშვილს (შაშიანის საჯარო სკოლა), მაია ჯოხაძეს ( გურჯაანის #2 საჯარო სკოლა) და ეკატერინე ლეგაშვილს ( ველისციხის საჯარო სკოლა) შესაბამისი სერტიფიკატები გადავეცით. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო გულწრფელი მადლიერება და პატივისცემა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმართ, რომელსაც თქვენ ეწევით. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც საკუთარი ცხოვრების უმთავრეს ნაწილად განათლება, მოზარდთა აღზრდა და ცოდნის გაზიარება აქცია. თქვენი შრომა არის ქვეყნის სიძლიერის საფუძველი — თითოეული წარმატებული ბავშვი და განათლებული მოქალაქე სწორედ თქვენი სიყვარულის და მოთმინების შედეგია,” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, საჯარო სკოლების პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.