“გვსურს, გამოვეხმაუროთ მოსახლეობის წუხილს, რომელიც გამოწვეულია ქალაქ ყვარელში რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო ქუჩების დაზიანებით. განვმარტავთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კონტრაქტორი კომპანია, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა, რის შემდეგაც სამუშაოები შეაჩერა.
ვინაიდან წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია არ დასრულებულა და აბონენტების ქსელზე დაერთება ვერ მოხერხდა, მერია მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამის უწყებასთან, რათა უმოკლეს ვადაში განახლდეს და ბოლომდე მივიდეს სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ტენდერის ხელახლა გამოცხადების მიზნით. მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.