ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია მზექალაშვილმა მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და გამოწვევების დასაძლევად გამოუცხადა მხარდაჭერა.
“დღეს, ტრადიციულად მოქალაქეებს შევხვდი და მოვისმინე მათი საჭიროებები. მზად ვარ, პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმარო თითოეულ მათგანს, შესაძლებლობის ფარგლებში,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტიოს მერმა, ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება მიმდინარეობს ყოვველ სამშაბათს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.