სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ქანდაურიშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების სააგენტო მოქალაქეებსა და ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს უფასო მხარდაჭერას დასაქმების, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.