კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა ყურძნის ხარისხზე და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასებზე.
ასევე, აქცენტი გაკეთდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს ვენახების გაშენებაზე წინასწარ შეთანხმებას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მევენახეობა – მეღვინეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად გამოთქვა მზაობა.
აღსანიშნავია, რომ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.