კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის – დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გურჯაანისა და ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
“შევხვდი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მიხედვით განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, ადგილზე არსებული გამოწვევები და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები. ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას, რომლის შექმნაზე უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. აქცენტი გაკეთდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროებაზე,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.