კახეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, უმასპინძლა ისტრიის (ხორვატია) რეგიონის დელეგაციის წევრებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრებმა რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და კულტურულ ტრადიციებს გაეცნენ. სტუმრებს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა დაათვალიერებინა, ხორვატიის რესპუბლიკის ისტრიის რეგიონის დელეგაციის წევრები ასევე, დაესწრნენ თელავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მართვეს”ფოლკლორულ კონცერტს, სადაც შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ნომერი.
კახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისტრიის მხარის დელეგაციას წარმოადგენდნენ – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე, ისტრიის რეგიონის პრეფექტი ბორის მილეტიკი, ისტრიის რეგიონის სოფლის მეურნეობის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეზიო პინზანი, ისტრიის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან გლუსაკი და ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული მარინო ფრანინოვიჩი.