პლატონ კალმახელიძემ და გიორგი მაჭავარიანმა ხანდაზმულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მერიის საჩუქარი გადაეცა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 95 წელს გადაცილებულ, 15 ხანდაზმულ ქალბატონს.