ლევან ანდრიაშვილი ეზოების რეაბილიტაციას გაეცნო და ადგილობრივებს შეხვდა.

თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარე N1, N3, N5, N7 და N18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია დასრულდა.
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 624 983 ლარი.