ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში, გაიმართა „პასკის ფესტივალი.”
ფესტივალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შვილთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პასკის ნაირსახეობა, ჩირი და სხვა ტრადიციული ნუგბარი.
ჩატარდა მოწვეული კულინარის მიერ ტრადიციული წესით, ლაგოდეხური პასკის ცხობის მასტერკლასი.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, კერამიკის ნამუშევრებისა და გსმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
პასკის ტრადიციული ფესტივალი დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.