თელავში, პროკრედიტ ბანკის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ბანკის გახსნას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ალადაშვილმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მიულოცეს ახალი ფილიალის გახსნა.
აღსანიშნავია, რომ თელავში, მერაბ კოსტავას ქუჩა #3-ში მდებარე პროკრედიტ ბანკის ახალ ფილიალში, ამჟამად დასაქმებულია 10 ადგილობრივი.