თელავში, მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მერის წარმომადგენლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაწვრილებით განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდა რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283, რომელიც იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში.